დროებით ოკუპირებულ ყირიმში, ჯანკოის რაიონის ქალაის (აზოვის) დასახლებაში რუსეთის სამხედრო ნაწილში ხანძარია, - ამის შესახებ უკრაინული მედია ყირიმელი თათრების მეჯლისის თავმჯდომარეზე, რეფატ ჩუბაროვზე დაყრდნობით იუწყება. მისივე ინფორმაციით ისმის აფეთქებების ხმა.
„წარმატებული დარტყმა ორკების სამხედრო ნაწილზე ჯანკოის რაიონის სოფელ ქალაიში (ახლანდელი აზოვი)", - აცხადებს ჩუბაროვი.