ირაკლი ღარიბაშვილი: დამწუხრებული ვარ სომხეთის რესპუბლიკის დედაქალაქში პიროტექნიკის საწყობის აფეთქების გამო

დამწუხრებული ვარ სომხეთის რესპუბლიკის დედაქალაქში პიროტექნიკის საწყობის აფეთქების გამო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„დამწუხრებული ვარ სომხეთის რესპუბლიკის დედაქალაქში პიროტექნიკის საწყობის აფეთქების და დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ამბის გამო. ვუსამძიმრებ ჩვენს სომეხ მეგობრებს ამ გლოვის ჟამს. ჩვენი ფიქრები და ლოცვები მიმართულია ამ ტრაგედიის მსხვერპლთა ოჯახებისა და ახლობლებისადმი“,- წერს პრემიერ-მინისტრი.

ცნობისთვის, სომხეთში აფეთქების შედეგად ამ დროისთვის 16 ადამიანი დაიღუპა. დაკარგულად ითვლება 17 ადამიანი, ერთი მათგანი ირანის, მეორე კი, რუსეთის მოქალაქეა.

სამძებრო-სამაშველო სამუშაოში სულ 350 მაშველი მონაწილეობს, მათ 150-მდე მოხალისე ეხმარება. დაშავებულთა საერთო რაოდენობა 61-ს შეადგენს. აქედან თორმეტი მკურნალობას სხვადასხვა საავადმყოფოში განაგრძობს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დანარჩენები გაწერეს. ასევე, ნანგრევებიდან ამოყვანილია 21 მანქანა.