COVID19: როგორია ერთი კვირის სტატისტიკა

7 აგვისტოდან 14 აგვისტოს ჩათვლით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 12 338 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 6 პაციენტი, - ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

"7 აგვისტოდან 14 აგვისტოს ჩათვლით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 12 338 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 6 პაციენტი. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 12 766 პირი. ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 74 398 ტესტი", - აღნიშნულია ინფორმაციაში. 

ამასთან, წინა კვირის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 12 729 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 11 199 პირი, გარდაიცვალა რვა პაციენტი.