სომხეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროში შეტყობინება შევიდა, რომლის თანახმად, ერევნის მეტროს ყველა სადგურსა და ერევნის საერთაშორისო აეროპორტში ასაფეთქებელი მოწყობილობები იყო განთავსებული.
სომხური მედიის ცნობით, მეტროს მუშაობა შეჩერებულია, თანამშრომლები და მგზავრები ევაკუირებულნი არიან. ზვარტნოცის აეროპორტში, ისევე როგორც ერევნის მეტროს ბარეკამუტიუნის, ჩარბახის, შენგავიტის და მარშალ ბაღრამიანის სადგურებზე ასაფეთქებელი მოწყობილობები არ აღმოჩნდა. ასაფეთქებელი ნივთიერების ძებნა ერევნის მეტროს სხვა სადგურებში გრძელდება.
ერევანში აფეთქების შედეგად ამ დროისთვის 16 ადამიანი დაიღუპა. დაკარგულად ითვლება 17 ადამიანი, ერთი მათგანი ირანის, მეორე კი, რუსეთის მოქალაქეა.