თეგი: მეტრო

ქალმა კიევის მეტროში იმშობიარა

კიევზე საჰაერო თავდასხმების ფონზე, მოსახლეობა ქალაქის მეტროს სადგურებს აფარებს თავს. რამდენიმე საათის წინ Telegram-ის ღია ჯგუფმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქალმა მეტროში იმშობიარა. ინფორმაცია გაავრცელა BBC-ს მაც.

აღდგომის ღამეს მეტროს მუშაობის საათები გახანგრძლივდა

ღდგომის ღამეს მეტრო თბილისში გახანგრძლივებული რეჟიმით იმოძრავებს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქი მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებისას განაცხადა, სადაც მოსახლეობას ინფორმაცია წარუდგინა 23, 24 და 25 აპრილს მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობასა და გადაადგილებასთან დაკავშირებით. როგორც კალაძემ განმარტა 24, 25 აპრილს 08:00 საათიდან 20:00-მდე თბილისის სასაფლაოების მიმართულებით ავტობუსები იმოძრავებს და უფასოდ მოემსახურება თბილისელებს. „აღდგომის ღამეს მეტრო გახანგრძლივებულად იმუშავებს. ძალიან ბევრი ადამიანი მიდის ეკლესიაში, ესწრება წირვას და ეს ყველაფერი ძალიან გვიან მთავრდება. შესაბამისად, ადამიანები საჭიროებენ სახლში დაბრუნებას. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიზრუნეთ ჩვენს მოქალაქეებზე და ყველანაირად უზრუნველყოფილი იქნება საზოგადოებრივი ტრანსპორტი. კერძოდ, 23 აპრილს, ღამის თორმეტი საათიდან 24 აპრილის, დილის 04:00 საათამდე მეტრო გახანგრძლივებულად იმუშავებს. გარდა ამისა, 24, 25 აპრილს დილის 08:00 საათიდან საღამოს 20:00-მდე თბილისის სასაფლაოების მიმართულებით ავტობუსები იმოძრავებს და უფასოდ მოემსახურება თბილისელებს. მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს მუხათგვერდისა და ვაშლიჯვრის სასაფლაოების მიმართულებით მეტროსადგურ დიდუბიდან გაიყვანს. ძველი და ახალი კუკიის სასაფლაოებისკენ სადგურისა და კოტე მარჯანიშვილის მოედნებიდან იქნება ავტობუსები. საბურთალოს საქალაქო სასაფლაომდე მეტროსადგურ დელისიდან იქნება ავტობუსები, რომელიც მოემსახურება თბილისში მცხოვრებ ადამიანს, ყველა იმ ადამიანს ვინც საჭიროებს გადაადგილებას. ღრმაღელის საქალაქო სასაფლაოსკენ მეტროსადგურ სარაჯიშვილიდან გაემგზავრება ავტობუსები. ველის სასაფლაოსკენ მიმავალი ავტობუსები გაჩერდება ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩის 25-ე კორპუსის მიმდებარედ. ვარკეთილის საქალაქო სასაფლაოსკენ ავტობუსი იმოძრავებს მეტროსადგურ ვარკეთილიდან და შუამთის ქუჩიდან", - განაცხადა კახა კალაძემ.

რამ გამოიწვია მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობის შეფერხება

თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა სრულად განახლდა. თბილისის მერიის განცხადებით, შეფერხება მეტროს ღია უბანზე ტექნიკურმა ხარვეზმა გამოიწვი.  „ადგილზე ოპერატიულად იმუშავა შესაბამისი სამსახურის ჯგუფმა და ხარვეზი დროულად აღმოიფხვრა. ამჟამად, თბილისის მეტროს ორივე ხაზი მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში ემსახურება“, - აცხადებენ თბილისის მერიაში.  

კახა კალაძე: მეტროსადგურ „გოცირიძის“ სარემონტო სამუშაოს დასრულების გადავადება კომპანიამ ითხოვა, რასაც დავთანხმდით

 მეტროსადგური „გოცირიძე“ 15 აგვისტოს უნდა დასრულებულიყო, თუმცა კომპანიამ რამდენიმე კვირით მოითხოვა ვადის გადაწევა, რასაც დავთანხმდით, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. როგორც კახა კალაძემ განაცხადა, სამუშაოს პროცესში გამოიკვეთა ძალიან დიდი პრობლემა, ბაქანი არ ექვემდებარებოდა რეაბილიტაციას. „მთლიანად დაიშალა არსებული ბაქანი. სამუშაო უნდა დამთავრებულიყო 15 აგვისტოსთვის, თუმცა კომპანიამ რამდენიმე კვირით მოითხოვა ვადის გადაწევა და ჩვენ დავთანხმდით, რადგან სამუშაოები ბოლოშია მიყვანილი. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, სწრაფად გაიხსნას სადგური და მოემსახუროს ადამიანებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.  

ერევნის მეტროსა და საერთაშორისო აეროპორტში ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინება შევიდა

სომხეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროში შეტყობინება შევიდა, რომლის თანახმად, ერევნის მეტროს ყველა სადგურსა და ერევნის საერთაშორისო აეროპორტში ასაფეთქებელი მოწყობილობები იყო განთავსებული. სომხური მედიის ცნობით, მეტროს მუშაობა შეჩერებულია, თანამშრომლები და მგზავრები ევაკუირებულნი არიან. ზვარტნოცის აეროპორტში, ისევე როგორც ერევნის მეტროს ბარეკამუტიუნის, ჩარბახის, შენგავიტის და მარშალ ბაღრამიანის სადგურებზე ასაფეთქებელი მოწყობილობები არ აღმოჩნდა. ასაფეთქებელი ნივთიერების ძებნა ერევნის მეტროს სხვა სადგურებში გრძელდება. ერევანში აფეთქების შედეგად ამ დროისთვის 16 ადამიანი დაიღუპა. დაკარგულად ითვლება 17 ადამიანი, ერთი მათგანი ირანის, მეორე კი, რუსეთის მოქალაქეა.  

მეტროში საცობი, მგზავრების მიერ ზოლში არასწორი მოძრაობითაა განპირობებული - ვიქტორ წილოსანი

მეტროში საცობი მგზავრების მიერ ზოლში არასწორად მოძრაობითაა განპირობებული - ვერ მაჩვენებთ ვერც ერთ კადრს, სადაც ბაქანზე ადამიანები დარჩნენ - ამის შესახებ ჟურნალისტებს ტრანსპორტისა და ურბანული სამსახურის ხელმძღვანელმა, ვიქტორ წილოსანმა განუცხადა. „მეტროში მოლოდინის დროსთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ დგას. მეტროს ვაგონები ბაქანზე არსებულ ყველა მგზავრს ემსახურება, ვერ მაჩვენებთ ვერც ერთ შემთხვევას, როცა მეტრომ გაიარა და ბაქანზე ადამიანი დარჩა. ვერ მაჩვენებთ ვერც ერთ კადრს, სადაც ბაქანზე ადამიანები დარჩნენ. ანალოგიურია სადგურის მოედანზე, გადასასვლელში მგზავრებს არ გვაქვს ის დამოკიდებულება, რომ ზოლში ვიმოძრაოთ, შესაბამისად, ისინი საცობს ქმნიან, არ დგებიან საწინააღმდეგო მიმართულებით, ხდება შეფერხებები ერთმანეთთან და პრობლემა გვირაბს გამტარუნარიანობას ექმნება“ - განაცხადა წილოსანმა.  

კახა კალაძემ სადგურის მოედანზე გადასასვლელი გვირაბის გაგანიერება-მოწესრიგების დავალება გასცა

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ირაკლი ხმალაძესა და ვიქტორ წილოსანს სადგურის მოედანზე, გვირაბის მოწესრიგებაზე მუშაობის დაწყება დაავალა, ისე რომ გადაადგილება პრობლემას არ წარმოადგენდეს. კახა კალაძე: ხომ არ დაგვავიწყდა, რა ვითარება იყო ე.წ. მარშუტკებში?! „70-მეტრიან გვირაბში ადამიანების გადაადგილება წარმოადგენს უდიდეს პრობლემას, ფიზიკურად გავლა შეუძლებელია. ეს განსაკუთრებით ხდება პიკის საათებში, რომელსაც ყველანი ვხედავთ, სრულყოფილი ინფორმაცია გვაქვს, დეტალურად ვიცით არსებული პრობლემის შესახებ. მინდა, დავავალო ვიცე-მერს, ასევე, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსს ვიქტორ წილოსანს, რომ დაიწყოთ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა ამ ყველაფრის მოსაწესრიგებლად. პირველად შეიძლება სატესტო რეჟიმში გამოვიყენოთ განვითარებული ქვეყნების მაგალითები, თუ როგორ ხდება ნაკადების მართვა", - განაცხადა კალაძემ. კახა კალაძე: როდესაც საცობია, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ვერ ახერხებს სრულყოფილად მოემსახუროს დედაქალაქის მოსახლეობას  

თბილისის მეტროს პირველ ხაზზე შეფერხება იყო

თბილისის მეტროს პირველ ხაზზე შეფერხება იყო. ამის შესახებ მგზავრები ინფორმაციას Facebook-ზე ავრცელებენ. მათივე ცნობით, მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანზე" მგზავრი ლიანდაგებზე ჩავარდა. ის უვნებლად ამოიყვანეს, მანამდე, მგზავრებს ვაგონების დაცლისკენ მოუწოდეს. „საჭირო გახდა მოძრაობის შეჩერება. ერთ-ერთ სადგურზე, მგზავრი ლიანდაგებზე ჩავარდა. ძაბვა დროულად მოვხსენით და უვნებლად ამოვიყვანეთ, ამიტომ, მოგვიწია მოძრაობის შეჩერება. მოძრაობა მალე განახლდება“, - აცხადებენ თავის მხრივ, თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.  

როგორია მოზარდის მდგომარეობა, რომელიც მეტროს ლიანდაგში ჩავარდა

მეტროში დაშავებული მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. კლინიკაში ამბობენ, რომ ამ ეტაპზე პაციენტს სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები არ აღენიშნება. თბილისის მეტროს პირველ ხაზზე შეფერხება იყო „ჩვენს კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ 14 წლის პაციენტი მოიყვანა. შემოსვლისას, მისი მდგომარეობა იყო მძიმე, ჩაუტარდა კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევები. ამ ეტაპზე, სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები არ აღენიშნება, თუმცა საჭიროებს ინტენსიურ მონიტორინგს და ყოვნდება კლინიკაში. სახეზე დაზიანებები არ აღენიშნება, თავის არეში კი, თუმცა ეს დაზიანებები ზედაპირულია, რომელიც დამუშავდა და გაიკერა", - განუცხადა „ტვ. ფორმულას“ გადაუდებელი დახმარების პედიატრმა, თათია სხირტლაძემ. გუშინ, 23 ოქტომბერს მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანზე“ მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა.  

კახა კალაძე: მეტროსადგურ „გოცირიძის" სარეაბილიტაციო სამუშაო დასრულებულია

თბილისის მერის, კახა კალაძე განმარტავს, "გოცირიძის" მეტროს სამუშაო დასრულებულია. მისი თქმით, მიმდინარეობს ექსპლუატაციაში ჩაბარების პროცედურები. „როგორც კი დასრულდება საზოგადოება შეძლებს სარგებლობას“, - აცხადებს კახა კალაძე.  შეგახსენებთ, რომ ანტიკორუფციული მოძრაობის ხელმძღვანელი მეტროსადგური გოცირიძის ამუშავებას ითხოვდა. ლაშა ფარულავა თქმით, "გოცირიძე" ორ წელზე მეტია, მგზავრებს ვერ ემსახურება. მეტროსადგურზე სარეაბილიტაციო სამუშაო 2021 წლის 11 ნოემბერს დაიწყო.  

მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრში“ ტურნიკეტების თვალსაზრისით გარკვეული პრობლემები შეიქმნა - კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დღეს მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრში“ ტურნიკეტების თვალსაზრისით გარკვეული პრობლემები შეიქმნა, რამაც ხალხმრავლობა გამოიწვია. „დღეს „ახმეტელის“ მეტროში გვქონდა გარკვეული პრობლემები ტურნიკეტების თვალსაზრისით, რამდენიმე ტურნიკეტს პრობლემა შეექმნა, რამაც ძალიან დიდი პრობლემა გამოიწვია, მგზავრების შესაბამის რაოდენობას ვერ ატარებდა. ამან მეტროს გარეთ ადამიანების დაჯგუფება გამოიწვია.  საზოგადოებას ბოდიში მინდა მოვუხადო, ეს არც ჩემზეა დამოკიდებული, ეს არის მოძველებული ინფრასტრუქტურა, რაც პრობლემას წარმოადგენს, თუმცა, ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ ეს ყველაფერი გამოვასწოროთ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ დაწყებული გვაქვს პროექტის განხორციელება. არის მოკლევადიანი და გრძელვადიანი პროექტები. მოკლევადიანი პროექტის შინაარსი არის ის, რომ ტურნიკეტების რაოდენობა გაიზრდება, რაც მოგვცემს იმის საშუალებას, რომ უფრო მეტი ადამიანი გავატაროთ, უფრო მეტი ადამიანი ჩავა მეტროში. მეორე, გრძელვადიანი პროექტი არის „ახმეტელის მეტროს მეორე ჩასასვლელ-ამოსასვლელის პროექტის განხორციელება, რომელსაც “აზიის განვითარების ბანკთან“ ერთად ვახორციელებთ და უახლოეს მომავალში ამასთან დაკავშირებით საზოგადოებას ინფორმაციას მივაწვდით“, - განაცხადა კალაძემ.  

თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზზე შეფერხებაა

თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზზე შეფერხებაა. როგორც ცნობილია, მიზეზი ტექნიკური ხარვეზია. ამასთან, როგორც სატრანსპორტო კომანიაში აცხადებენ, თბილისის მეტროს პირველი ხაზი („ახმეტელის თეატრი“ – „ვარკეთილი“) ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.  

თბილისის მეტრომ საბურთალოს ხაზზე, მუშაობა განაახლა

თბილისის მეტრომ საბურთალოს ხაზზე მუშაობა განაახლა. ამის შესახებ Europetime-ს სატრანსპორტო კომანიიდან აცნობეს. თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზზე შეფერხებაა ამასთან, მეტროს შეჩერების მიზეზი ტექნიკური ხარვეზი იყო.  

კიევში, სარაკეტო თავდასხმის გამო, მეტროს მუშაობა ყველა ხაზზე შეჩერებულია

უკრაინის დედაქალაქ, კიევში მეტროს მუშაობა ყველა ხაზზე დროებით შეჩერებულია, - ამის შესახებ კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა. უკრაინა: კრივი რიჰზე რაკეტა საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა "მეტროს მიწისქვეშა სადგურები სარაკეტო თავდასხმის გამო თავშესაფრის ფუნქციას ასრულებს", - განაცხადა მან. კლიჩკომ კიევის მცხოვრებლებს თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდა. უკრაინული წყაროების ცნობით, პარასკევს, გამთენიისას, საჰაერო თავდასხმის განგაში ამოქმედდა ქვეყნის 16 რეგიონში, ამ დროისთვის საჰაერო განგაში მთელ უკრაინაშია გამოცხადებული.  

კიევში, მეტრომ მუშაობა განაახლა

კიევში, მეტრომ მუშაობა განაახლა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერი, ვიტალი კლიჩკო „ტელეგრამზე“ წერს. კიევში, სარაკეტო თავდასხმის გამო, მეტროს მუშაობა ყველა ხაზზე შეჩერებულია „დედაქალაქის ყველა მაცხოვრებელს წყალმომარაგება აღუდგა. კიევის მოსახლეობის ნახევარს უკვე გათბობა აქვს და ვმუშაობთ მის აღდგენაზე ქალაქის ყველა მაცხოვრებლისთვის“, - წერს კლიჩკო. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

სტამბულში, ევროპაში ყველაზე სწრაფი მეტროს ხაზი ამოქმედდა

ევროპაში ყველაზე სწრაფი მეტროს ხაზი სტამბულში ამოქმედდა, რომელმაც ქალაქის ევროპული ნაწილი საერთაშორისო აეროპორტთან დააკავშირა.  ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, მატარებელი ამ ხაზზე 90-120 კმ/სთ სიჩქარით იმოძრავებს. თურქეთის ტრანსპორტის მინისტრმა ადილ კარაისმაილოღლუმ განაცხადა, რომ მგზავრობას კიაგითჰანის სადგურიდან, (34-კილომეტრიანი ხაზი) სტამბულის აეროპორტამდე დაახლოებით 24 წუთი დასჭირდება. მისივე თქმით, ახალი სადგურების მიერთებით ხაზის ჯამური სიგრძე 69 კმ იქნება. „ჩვენ ვქმნით უზარმაზარ მეტროს სისტემას, რომელიც წლის ბოლომდე სტამბულის მთელ ევროპულ ნაწილს დაფარავს“, - განაცხადა მან ტელეკომპანია TRT-ის ეთერში. ტრანსპორტის სამინისტროს ხელმძღვანელის თქმით, სამომავლოდ მეტროპოლიტენის ახალი ხაზი ჩქაროსნული სარკინიგზო ხაზით იქნება ინტეგრირებული. შეგახსენებთ, რომ სტამბულის ახალმა აეროპორტმა ფუნქციონირება ათათურქის აეროპორტის დახურვის შემდეგ 2019 წელს დაიწყო, რომელიც ერთ დროს ევროპის სამი ყველაზე დატვირთული საჰაერო ნავსადგურიდან ერთ-ერთი იყო. გეგმის მიხედვით, 2025 წლისთვის მშენებლობის დასრულების შემდეგ სტამბულის საერთაშორისო აეროპორტს ექვსი ასაფრენი ბილიკი ექნება და ყოველწლიურად დაახლოებით 150 მილიონ მგზავრს მოემსახურება.  

მეტროსადგური „გოცირიძის“ ექსპერტიზა მიმდინარე კვირაში დასრულდება - ხმალაძე

დედაქალაქის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, მეტროსადგური „გოცირიძის“ ექსპერტიზა მიმდინარე კვირაში დასრულდება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან განაცხადა. „რაც შეეხება მეტროსადგურ „გოცირიძეს“, მეტრო „გოცირიძე“ უკვე ექსპლუატაციაში მიღების პროცედურაზეა, ექსპერტიზა ამ კვირაში დასრულდება, თუ რაიმე ხარვეზი იქნება გამოასწორებენ და შემდეგ ჩვენ მივიღებთ ექსპლუატაციაში. უკვე დაქირავებულია ექსპერტი, რომელმაც ტექნიკური დავალება უნდა დაწეროს, მოამზადოს სატენდერო დოკუმენტაცია, 10 მეტროსადგურის პროექტირება-მშენებლობაზე, დანარჩენი მეტროსადგურის მხოლოდ პროექტირებაზე. გამოცხადდება ერთიანი ტენდერი და გამარჯვებული კომპანია თანმიმდევრულად განახორციელებს თბილისის მეტროს 10 სადგურის პროექტირება-მშენებლობას. იმის გათვალისწინებით, რომ ერთიანად ვერ შევძლებთ ამ მეტროსადგურების გაჩერებას, ეს რამდენიმე წლიანი იქნება. ჩემი აზრით, თითო სადგურის რეაბილიტაციას საშუალოდ 1 წელი დასჭირდება. თუ ვიტყვით, რომ 1 წელი გავაჩეროთ 2 სადგური, მას 5 წელი დასჭირდება. თუ ვიტყვით, რომ 3 სადგური გავაჩეროთ, შეიძლება დასჭირდეს 3 წელი, ან კიდევ უფრო მეტი“, - აღნიშნავს ხმალაძე.“, - აღნიშნა ხმალაძემ.  

ბრიუსელის მეტროში თავდასხმა მოხდა

ბრიუსელში, მეტროსადგურ „შუმანზე“ თავდასხმა მოხდა.  Euronews-ის ცნობით, დაშავებულია ქალი და ორი კაცი, მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა.  ბრიუსელის მერის, ფილიპ კლოზის თქმით, თავდამსხმელი პოლიციამ მალევე დააკავა. თავდამსხმელი 30 წლისაა და სამართალდამცველებმა მისი ვინაობა უკვე დაადგინეს.  მომხდარის გამო მეტროსადგური მგზავრებისთვის დაკეტილი იყო. სადგური ევროკომისიის შენობის ქვეშ მდებარეობს. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები და სამედიცინო ჯგუფები იმყოფებიან. Euronews-ი პოლიციაზე დაყრდნობით წერს, რომ სამართალდამცველები ტერაქტის ვერსიას არ განიხილავენ.   

მეტროსადგური „გოცირიძე“, სავარაუდოდ, მომავალი კვირის ბოლოს გაიხსნება - კალაძე

მეტროსადგური „გოცირიძე“, სავარაუდოდ, მომავალი კვირის ბოლოს გაიხსნება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, მეტროსადგურის რეაბილიტაციის შემდგომ დადგინდა გარკვეული ხარვეზები, რომლებიც გამოსწორებულია. „ექსპერტიზა ჩატარდა. დადგენილი იყო კონკრეტული ხარვეზები, რომელიც ფაქტობრივად გამოსწორებულია. რამდენიმე დღეში უკვე წარედგინება შესაბამის სამსახურებს ექსპლუატაციაში მისაღებად და მეტროსადგური, სავარაუდოდ, მომავალი კვირის ბოლოსთვის გაიხსნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.  

მეტროსადგურმა „გოცირიძემ“ მგზავრთა მომსახურება განაახლა

მეტროსადგურ „გოცირიძის“ სრული რეაბილიტაცია-განახლება დასრულდა და სადგური მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში მოემსახურება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. „მეტროსადგურ „გოცირიძის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია. როგორც იცით, მთელი ამ ხნის განმავლობაში ექსპლუატაციაში მიღების პროცედურები მიმდინარეობდა. იყო გარკვეული ხარვეზები, გამოსასწორებელი იყო რაღაც დეტალები, რაც, რა თქმა უნდა, გათვალისწინებული იქნა. პირველ რიგში, მინდა ბოდიში მოვუხადო საზოგადოებას, ყველა იმ ადამიანს, რომელიც საზოგადოებრივი ტრანსპორტით, კონკრეტულად კი, მეტროპოლიტენით სარგებლობს, რომ ამდენი ხნის განმავლობაში დახურული იყო აღნიშნული მეტროსადგური. ძალიან ბევრჯერ მომიწია განმარტებების გაკეთება იმასთან დაკავშირებით, თუ რა იყო სამუშაოების შეფერხების მიზეზი და რატომ იყო ამხელა პრობლემა. სამწუხაროდ, არიან ისეთი კომპანიები, რომლებიც ხელშეკრულების ფარგლებში აღებულ ვალდებულებებს არ და ვერ ასრულებენ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, პრობლემა იყო ის, რომ ორივე კონტრაქტორი კომპანიის შეცვლა მოგვიწია და ამის გამო გაიწელა დრო. დღეიდან, აღნიშნული მეტროსადგური მოემსახურება მგზავრებს“, - განაცხადა კახა კალაძემ. „სადგურის რეაბილიტაციის ფარგლებში, განახლდა ინტერიერი და ექსტერიერი, სრულად გადაიხურა მგზავრთა ჩასასხდომი ბაქანი და ჩატარდა მისი გამაგრების სამუშაოები. ასევე, სადგური ადაპტირდა შშმ პირებისთვის: დამონტაჟდა ორი ლიფტი და მოეწყო სპეციალური ტაქტილური ბილიკები. რეაბილიტაცია ჩაუტარდა, როგორც სადგურის ვესტიბიულს, ასევე ბაქანს. გარემონტდა თანამშრომლებისთვის განკუთვნილი ოთახები და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, შეიცვალა გახმოვანების სისტემა. სრულად გამოიცვალა სადგურის ელექტროსისტემები. რეაბილიტირდა მგზავრთა მისაღები ბაქანიც. პროექტის ბიუჯეტმა 4.7 მლნ ლარი შეადგინა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.  

მეტროს პირველი ხაზი მთლიანად გაჩერებულია

მეტროს პირველი ხაზი მთლიანად გაჩერებულია, რისი მიზეზიც ერთ-ერთი შემადგენლობის დაზიანებაა. როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, ჯგუფი ადგილზეა და ცდილობენ ხარვეზის გამოსწორებას. განახლება: თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა სრულად აღდგა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სატრანსპორტო კომპანია Facebook-ზე ავრცელებს. „თბილისის მეტროს პირველ ხაზზე აღდგა მატარებლების მოძრაობა. თბილისის მეტროს პირველი ხაზზე (ახმეტელის თეატრი - ვარკეთილი) აღდგა მატარებლების მოძრაობა და ყველა სადგური გაიხსნა მგზავრებისთვის. შეგახსენებთ, რომ მეტროს პირველ ხაზზე, მოძრავი შემადგენლობის ტექნიკური ხარვეზის გამო დროებით შეჩერებული იყო მატარებლების მოძრაობა“, - აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

აღდგომის ღამეს მეტრო მგზავრებს გახანგრძლივებული დროით, უფასოდ მოემსახურება

აღდგომის ღამეს, მოქალაქეთა შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, მეტრო დილის 04:00 საათამდე იმუშავებს. როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ამავე ღამეს, 23:00 საათიდან, დამატებითი დროის განმავლობაში, მეტრო მგზავრებს უფასოდ მოემსახურება. გარდა ამისა, კახა კალაძის განცხადებით, 16 და 17 აპრილს დაწესდება ავტობუსის დროებითი მარშრუტები, რომლებიც 08:00-დან 20:00 საათამდე იმოძრავებენ მუხათგვერდის, ვაშლიჯვრის, კუკიის, ახალი კუკიის, მახათას, საბურთალოს, ღრმაღელის, ველისა და ვარკეთილის სასაფლაოების მიმართულებით. „აღნიშნულ მარშრუტებზე მოძრავი ავტობუსები მგზავრებს მოემსახურება უფასოდ. ავტობუსები იმოძრავებენ მეტროსადგურებიდან - „მარჯანიშვილი“, „დიდუბე“, „დელისი“, „სარაჯიშვილი“, „ვარკეთილი“, ასევე, სადგურის მოედნიდან, ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩიდან და ვარკეთილის III მასივიდან, კერძოდ, შუამთისა და აბაშვილის ქუჩების გადაკვეთიდან“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.  

აღდგომის ღამეს მეტრო მგზავრებს 04:00 საათამდე უფასოდ მოემსახურება

აღდგომის ღამეს, მოქალაქეთა შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, მეტრო დილის 04:00 საათამდე იმუშავებს. ამავე ღამეს, 23:00 საათიდან დამატებითი დროის განმავლობაში მეტრო მგზავრებს უფასოდ მოემსახურება. ამასთან, 16 და 17 აპრილს დაწესდება ავტობუსის დროებითი მარშრუტები, რომლებიც 08:00-დან 20:00 საათამდე იმოძრავებენ მუხათგვერდის, ვაშლიჯვრის, კუკიის, ახალი კუკიის, მახათას, საბურთალოს, ღრმაღელის, ველისა და ვარკეთილის სასაფლაოების მიმართულებით. აღნიშნულ მარშრუტებზე მოძრავი ავტობუსები მგზავრებს მოემსახურება უფასოდ. ავტობუსები იმოძრავებენ მეტროსადგურებიდან: „მარჯანიშვილი“, „დიდუბე“, „დელისი“, „სარაჯიშვილი“, „ვარკეთილი“, ასევე, სადგურის მოედნიდან, ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩიდან და ვარკეთილის III მასივიდან, კერძოდ, შუამთისა და აბაშვილის ქუჩების გადაკვეთიდან.  

მეტროსადგურ „ისნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეიზღუდება

მეტროსადგურ „ისნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე სატრანსპორტო კვანძის რეკონსტრუქცია ხორციელდება, რის გამოც ქეთევან დედოფლის გამზირზე, ნავთლუღის ქუჩის კვეთიდან კახეთის შესახვევამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში გადაადგილება დროებით შეიზღუდება, – ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს. „შეზღუდვა 10-11-12 მაისს – 22:00-დან 07:00 საათამდე, 13-14 მაისს – 24 საათის განმავლობაში, ხოლო 15 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით 22:00-დან 07:00 საათამდე იმოქმედებს. დროის აღნიშნულ მონაკვეთში ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება როგორც მეტროსადგურ „ისნიდან“ ავლაბრის მოედნის, ასევე ნავთლუღის ქუჩიდან მარცხნივ მოხვევით, ქეთევან დედოფლის გამზირის მიმართულებით მოძრავი ავტომობილებისთვის; ნავთლუღის ქუჩიდან ქეთევან დედოფლის გამზირის მიმართულებით მოძრავი ტრანსპორტი გადაადგილებას შეძლებს მხოლოდ მარჯვნივ მოხვევით, ქეთევან დედოფლის გამზირზე. რაც შეეხება მეტროსადგურ „ისნიდან“ ავლაბრის მოედნის მიმართულებით მოძრავ ავტომობილებს, მძღოლები გადაადგილებას შეძლებენ მარჯვნივ მოხვევით, ვაჟა ჩაჩავას, აწყურის ქუჩისა და კახეთის შესახვევის გავლით, კვლავ ქეთევან დედოფლის გამზირს დაუკავშირდებიან და შემდეგ მარცხნივ მოხვევით, ნავთლუღის ქუჩის მიმართულებით იმოძრავებენ“, – აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.  

მეტროსადგურ "ისნის" მიმდებარე ტერიტორიაზე ტრანსპორტის გადაადგილება ისევ შეზღუდულია

თბილისის მერიის განცხადებით, მეტროსადგურ "ისნის" მიმდებარე ტერიტორიაზე სატრანსპორტო კვანძის რეკონსტრუქცია ხორციელდება, რის გამოც, ქეთევან დედოფლის გამზირზე, ნავთლუღის ქუჩის კვეთიდან კახეთის შესახვევამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში გადაადგილება დროებით შეიზღუდება. შეზღუდვა 10-11-12 მაისს 22:00-დან 07:00 საათამდე, 13-14 მაისს 24 საათის განმავლობაში, ხოლო 15 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით, 22:00-დან 07:00 საათამდე იმოქმედებს. "დროის აღნიშნულ მონაკვეთში ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება, როგორც მეტროსადგურ „ისნიდან“ ავლაბრის მოედნის, ასევე ნავთლუღის ქუჩიდან მარცხნივ მოხვევით, ქეთევან დედოფლის გამზირის მიმართულებით მოძრავი ავტომობილებისთვის; ნავთლუღის ქუჩიდან ქეთევან დედოფლის გამზირის მიმართულებით მოძრავი ტრანსპორტი გადაადგილებას შეძლებს მხოლოდ მარჯვნივ მოხვევით, ქეთევან დედოფლის გამზირზე. რაც შეეხება მეტროსადგურ „ისნიდან“ ავლაბრის მოედნის მიმართულებით მოძრავ ავტომობილებს, მძღოლები გადაადგილებას შეძლებენ მარჯვნივ მოხვევით, ვაჟა ჩაჩავას, აწყურის ქუჩისა და კახეთის შესახვევის გავლით, კვლავ ქეთევან დედოფლის გამზირს დაუკავშირდებიან და შემდეგ მარცხნივ მოხვევით, ნავთლუღის ქუჩის მიმართულებით იმოძრავებენ", - წერია უწყების განცხადებაში.