გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში 18 აგვისტოს, ლვოვში უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკისა და თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება.
გუტერეში ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე შექმნილ ვითარებას განიხილავს.
გაეროს პრესსპიკერის თქმით, გუტერეში 19 აგვისტოს, საპორტო ქალაქ ოდესას ეწვევა, სადაც მარცვლეულის ექსპორტი გაეროს შუამავლობით გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე განახლდა.
20 აგვისტოს ანტონიო გუტერეში სტამბოლში გაემგზავრება, სადაც ერთობლივ საკოორდინაციო ცენტრს ეწვევა.