ერმაკმა უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ „მნიშვნელოვანი დოკუმენტის“ მომზადება დააანონსა

საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფში მუშაობა უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე გრძელდება და შესაძლოა, მალე გამოჩნდეს მნიშვნელოვანი დოკუმენტიც. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსმა ანდრი ერმაკმა განაცხადა.

რაც შეეხება ჩვენი ჯგუფის მუშაობას [NATO-ს ყოფილ გენერალურ მდივანთან, ანდერს ფოგ] რასმუსენთან, პირველ დოკუმენტზე, უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებულ პირველ რეკომენდაციებზე მუშაობა მიმდინარეობს.

„ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი გამოჩნდება მოკლე დროში“, - განაცხადა ერმაკმა პრესკონფერენციაზე.

„უკრაინას უნდა ჰქონდეს მკაფიო იურიდიულად აღსასრულებელი გარანტიები. დროთა განმავლობაში ჯგუფს შეუერთდებიან ახალი ექსპერტები, ამიტომ, ვიმედოვნებ, რომ ძალიან მალე შევძლებთ კონკრეტულ შედეგებზე საუბარს“, - დაამატა ერმაკმა.