უკრაინამ იტალიისგან €200 მილიონიანი სესხი საშეღავათო პირობებით მიიღო

უკრაინამ იტალიისგან €200 მილიონიანი სესხი საშეღავათო პირობებით მიიღო. სესხი გულისხმობს 15 წლის განმავლობაში ნულოვან საპროცენტო განაკვეთს და ითვალისწინებს 7,5 წლით გადავადების საშეღავათო პერიოდს.

„მიღებული თანხები მოხმარდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მასწავლებელთა ხელფასების უზრუნველყოფას“, – აცხადებენ ფინანსთა სამინისტროში. როგორც ცნობილია, სასესხო ხელშეკრულება 5 აგვისტოს გაფორმდა.