უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ოკუპანტების გასაძევებლად, უკრაინელებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რათა რუსეთს ომის წარმოება გაურთულდეს. ამის შესახებ ზელენსკიმ ღამის ვიდეომიმართვაში განაცხადა.
„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ დავიღალოთ არა ჩვენ ან ჩვენი მეგობრები და პარტნიორები, არამედ დაიღალოს ჩვენი მტერი. იმისათვის, რომ ოკუპანტები უკრაინიდან განვდევნოთ, რუსეთს უფრო და უფრო უნდა გაურთულდეს ომის წარმოება - ეს არის ჩვენი ნომერ პირველი სამხედრო-პოლიტიკური ამოცანა.
ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ჩამოვაყალიბოთ უკრაინის სამხედრო, პოლიტიკური და სამართლებრივი უსაფრთხოების არქიტექტურა, რომელიც იქნება რეალური, ეფექტიანი და იმუშავებს გრძელვადიან პერსპექტივაში, ასევე, უზრუნველყოფს მშვიდობის გარანტიას ჩვენი ხალხისთვის.
რუსეთის არმიამ განაგრძო ზაპორიჟიეს და დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქების აბსოლუტურად უაზრო და სასტიკი დაბომბვა. სამწუხაროდ, არიან დაჭრილები, სამწუხაროდ, არის მსხვერპლი. ხარკოვისა და სასაზღვრო ტერიტორიების დაბომბვა გრძელდება, მაგრამ ეს ვერ გატეხს ჩვენს წინააღმდეგობას“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.