ამერიკის შეერთებული შტატები გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამას (WFP) 68 მილიონ დოლარს გადასცემს უკრაინაში ხორბლის შესაძენად და შემდეგ მას სურსათის უსაფრთხოების თვალსაზრისით ყველაზე დაუცველ ქვეყნებში გაგზავნის, ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა.
„შეერთებული შტატები $68 მილიონს გაიღებს უკრაინული ხორბლის შესაძენად, რათა მსოფლიოში მწვავე სასურსათო კრიზისი მოგვარდეს. მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებას ყველაზე დაუცველთათვის და მისი დაცვისკენ ყველა ქვეყანას მოვუწოდებთ“, - ნათქვამია ბლინკენის Twitter პოსტში.