ამერიკულმა კომპანია Planet-ის მიერ გადაღებული სატელიტური ფოტოები, რომელზეც რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ჯანკოის რაიონში, სოფელ მაისკოეში მდებარე რუსული საბრძოლო მასალების საწყობის აფეთქების შედეგები ჩანს, რადიო „თავისუფლების„ უკრაინული სამსახურის ჟურნალისტმა კირილ ოვსიანიმ Twitter-ზე გამოაქვეყნა.
ფოტოები 15 და 16 აგვისტოსაა გადაღებული, პირველ ფოტოზე გარკვეული ნაგებობებია, მეორეზე ფოტოზე იგივე ტერიტორიაა, რომლის თავზეც კვამლი მოსჩანს.