ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა მცხეთა-მთიანეთში ოფიციალური ვიზიტისას ადრეული შუა საუკუნეების შედევრი - სვეტიცხოველი დაათვალიერა. შესაბამის ინფორმაციას საელჩო ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ეს ძეგლები არამხოლოდ საქართველოს, არამედ კაცობრიობის მემკვიდრეობის ნაწილია.
„ოფიციალური თუ პირადი ვიზიტებისას ყოველთვის ვნახულობთ დროს საქართველოს საგანძურების მოსანახულებლად. კულტურული ძეგლებით მდიდარ საქართველოში ელჩის კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების ფონდის მეშვეობით, აშშ-ის საელჩო წლებია ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად ზრუნავს ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი რელიგიური და კულტურული ძეგლების შენარჩუნებაზე“, - აღნიშნავს ამერიკის საელჩო.