საქართველო კორონავირუსით ინფიცირებულთა ბინაზე მკურნალობის გაფართოებას გეგმავს

საქართველო კორონავირუსით ინფიცირებულთა ბინაზე მკურნალობის გაფართოებას გეგმავს.

ჯანდაცვის მოადგილის თამარ გაბუნიას თქმით, ბინაზე მკურნალობის მოდელი ეტაპობრივად გაფართოვდება და 25 ონლაინ-კლინიკის გარდა, პროგრამაში ჩაერთვებიან სხვა ოჯახის ექიმებიც, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში, იმისათვის რომ მიმდინარე მეთვალყურეობა პაციენტმა მიიღოს მისივე ოჯახის ექიმისგან.

გაბუნიას ინფორმაციით, საქართველოში, ბინაზე, კორონავირუსის მსუბუქი ფორმით დაავადებულ პაციენტებს მკურნალობენ.

ცნობისთვის, 28 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოში ბინაზე მკურნალობს კორონავირუსით ინფიცირებული 800-მდე ადამიანი, მათგან 600-ზე მეტი აჭარის რეგიონში.