მაშველებმა მდინარე ცხენისწყალში 6 წლის ბავშვის ცხედარი იპოვეს

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ მათხოჯის მკვიდრი ექვსი წლის ბიჭის ცხედარი მაშველებმა დღეს დილით მდინარე ცხენისწყალში იპოვეს.

მდინარე ცხენისწყალში სამძებრო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.

ცნობისთვის, მოზარდის სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მარტვილის რაიონის სოფელ ხუნწის ტერიტორიაზე, მდინარეში გუშინ დაიწყო. ბიჭი და-ძმასთან ერთად ბაბუას ჰყავდა მდინარეზე წაყვანილი.