ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ-ჟომართ თოყაევი აზერბაიჯანს ეწვევა, იუწყება APA.
მისივე ცნობით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი დღეს ყასიმ-ჟომართ თოყაევს ტელეფონით დაუკავშირდა.
ვიზიტის დღის წესრიგში შედის ყაზახეთ-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების საკითხები. ყურადღება გამახვილდება სავაჭრო-ეკონომიკური, სატრანსპორტო და ლოგისტიკის, კულტურული და ჰუმანიტარული თანამშრომლობის გააქტიურებაზე. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია რამდენიმე ორმხრივ დოკუმენტზე ხელმოწერა.