19 აგვისტოს, სოჭში რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისა და ყაზახეთის პრეზიდენტს ყასიმ-ჟომართ თოყაევის შეხვედრაა დაგეგმილი. ამის შესახებ ინფორმაცია დღეს კრემლის პრესსამსახურმა გაავრცელა.
„უმაღლეს დონეზე რეგულარული დიალოგის გაგრძელებისას, დაგეგმილია სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის რუსეთ-ყაზახეთის ურთიერთობების შემდგომი განვითარების საკითხების განხილვა“, - ნათქვამია კრემლის პრესსამსახურის განცხადებაში.
მანამდე, ყასიმ-ჟომართ თოყაევი აზერბაიჯანს ეწვევა.