საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 23 ადამიანი გარდაიცვალა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე COVID-19-ს 2 796 ადამიანი ემსხვერპლა.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 840 პირი, მათ შორის, თბილისში - 389, აჭარაში - 71, იმერეთში - 191. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 251 პირი, მათგან თბილისში - 163, აჭარაში - 7, იმერეთში-29.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 10 743, საიდანაც: 3 929 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 849, აჭარაში - 364, იმერეთში - 767.
722 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 200 - თბილისში, 459 - აჭარაში, 24 - იმერეთში. 6 092 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 506 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 258, აჭარაში - 39, ხოლო იმერეთში - 8.
სულ 6 ოქტომბრიდან - 10 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 21 520 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 23 178 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 13 869 პირი, აჭარაში - 1 998, იმერეთში - 2 212”,- განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 551 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 239 780-