კოსმოსური სააგენტოს სინოპტიკოსების თქმით, მზის მიერ გამოწვეულმა ძლიერმა გეომაგნიტურმა ქარიშხალმა შეიძლება, დედამიწაზე ამ კვირის ბოლოს გავლენა მოახდინოს.
ოკეანისა და ატმოსფერული ადმინისტრაციის ეროვნული კოსმოსური ამინდის პროგნოზირების ცენტრი (NOAA) მზეზე ბოლოდროინდელი აფეთქებების შესახებ საუბრობს და მრავალი „კორონალური მასის ამოფრქვევაზე მიუთითებს“, რომელმაც შესაძლოა, პლანეტამდე ხუთშაბათს მიაღწიოს.
„შეიძლება, ელექტროქსელებში გარკვეული რყევების მომსწრე გავხდეთ, შეფერხდეს სატელიტური, რადიო და GPS კომუნიკაციები“, - განმარტავს NOAA.
NASA-მ გასულ თვეში განაცხადა, რომ „ამგვარი განვითარება მოსალოდნელია, რადგან 2025 წელს მზის მაქსიმუმს მივუახლოვდებით“.
ცნობილია, რომ მზის შტურმმა 1859 წელს გეომაგნიტური ქარიშხალი გამოიწვია. ეს ფაქტი „კერინგტონის მოვლენის“ სახელით არის ცნობილი, რამაც ევროპასა და აშშ-ში ტელეგრაფის სისტემის მოშლა გამოიწვია.
ამასთან, 1989 წელს დაფიქსირდა „კვებეკის მოვლენა“, როცა გეომაგნიტურ ქარიშხალს კანადის კვებეკის პროვინციაში დენის გათიშვა და პოლარული ნათება მოჰყვა.
2003 წელს მაგნიტური ქარიშხალი მოხდა მალმაში, შვედეთში, სადაც ელექტროენერგია გაითიშა და რიგი კოსმოსური აპარატები მწყობრიდან გამოვიდა.