Reuters-ი რუსულ მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სარდლის მოვალეობის შემსრულებლად სამხედრო-საზღვაო აკადემიის ხელმძღვანელი ვიქტორ სოკოლოვი დაინიშნა.
ამ პოსტზე მან იგორ ოსიპოვი შეცვალა, რომელიც ფლოტს 2019 წლიდან ხელმძღვანელობდა. ამ ჩანაცვლებამდე ერთი კვირით ადრე, ოკუპირებულ ყირიმში ავიაბაზაზე აფეთქებებმა ფლოტის ერთ-ერთი საჰაერო პოლკი გაანადგურა.
აპრილში, ფლოტის ფლაგმანი, კრეისერი Moskva უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მიერ სარაკეტო დარტყმის შედეგად ჩაიძირა. ორი თვის შემდეგ, შავი ზღვის ფლოტი გავიდა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი „გველების“ (ზმეინი) კუნძულიდან.