პარლამენტის შენობასთან დილიდან საპროტესტო აქცია იმართება. აქციაზე მყოფო პატიმრების ოჯახის წევრები, ოპოზიციის წარმოამდგენლები და სამოქალაქო აქტივისტები მოითხოვენ, ამნისტია შედარებით მძიმე დანაშაულსაც შეეხოს.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, სრულიად შესაძლებელი იყო ამნისტიის კანინპროექტი უფრო ფართოდ განევრცოთ და კანონპროექტში შედარებით მძიმე დანაშაულების ამნისტიაც გაეთვალისწინებინათ.
„საუბარია პატიმრებისთვის სასჯელის შემსუბუქებაზეც. ეს იყო არასამთავრობო სექტორის და მათ შორის, სასულიერო პირების მოთხოვნაც, თუმცა საბოლოო პროექტში არ აისახა. ეს არ არის ამნისტია, ამნისტია იქნება თუ გააფართოებენ, ჩაანაცვლებენ, მოხსნიან ნასამართლეობას, თუ მისცემენ ყველა პატიმარს ¼-ს, რადგან ძალიან დავიღალეთ, მაისიდან მოყოლებული სულ ასე ვართ და ასე გვტანჯავენ," – აცხადებს ერთ-ერთი პატიმრის ოჯახის წევრი ქეთევან მისაბაშვილი.
აქციაზე მყოფი პარტია "ლელოს" წევრის ლანა გალდავას განცხადებით, ჩნდება კითხვები იმასთან დაკავშირებით, რომ ამნისტიის კანონპროექტი არა მთლიანად მსჯავრდებულებზე, არამედ კონკრეტულ პირებზეა მორგებული.
ამნისტიის შესახებ კანონპროექტი პარლამენტმა უკვე ორი მოსმენით დაამტკიცა.