ძებნაზეა დასმული და ანუ ვეძებთ, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტან გომელაურმა „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმაში ბრალდებულ ბადრი ესებუასთან დაკავშირებით განაცხადა.
"გამოძიების პროცესში ახალი არაფერი არ არის. ძებნაზეა დასმული და ანუ ვეძებთ", - განაცხადა გომელაურმა.
ცნობისთვის, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმა ბადრი ესებუამ გასული წლის 25 ოქტომბერს განახორციელა.