სოფელ იგოეთთან მიკროავტობუსი და სატვირთო ავტომანქანა დაეჯახა ერთმანეთს. ავარიის შედეგად 8 ადამიანი დაშავდა. როგორც ცნობილია, მიკროავტობუსი დასავლეთ საქართველოდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა, რა დროსაც ავტობანზე ავარია მოხდა.
ამასთან, ყველაზე მძიმეა სამგაზვრო მიკროავტობუსის მძღოლის ჯანმრთელობის მდგომარეობა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მოძრაობის უსაფრთოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.