"გამომდინარე იქიდან რომ მესამე ტალღის საშიშროება არსებობს, პირველ თებერვლამდე ჩვენ ვტოვებთ შეზღუდვების დღევანდელ რეჟიმს" - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ კორონავირუსის (COVID-19) ეპიდსიტუაციის შესახებ გამართულ უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრების ბრიფინგზე.
"გამომდინარე იქიდან, რომ მესამე ტალღის საშიშროება არსებობს, როგორც ამას ვხედავთ ევროპაშიც, პირველ თებერვლამდე ჩვენ ვტოვებთ შეზღუდვების დღევანდე რეჟიმს. რაც ყველა აქამდე შეზღუდული აქტივობის იგივე რეჟიმში გაგრძელებას გულისხმობს.
თუმცა ძალიან კარგად გვესმის, რომ იგივე არასასურსათო ვაჭრობა, ბაზრობები და მუნიციპალური ტრანსპორტი, ეს არის ორი ძალიან სენსიტიური თემა და ეს არის ჩვენი პრიორიტეტი. სწორედ ამ მიმართულებით ვმართავთ ჩვენ ახლა გადაუდებელ შეხვედრებს, რომ ახალი სტანდარტები შემოვიღოთ და შევძლოთ თებერვლიდან შემსუბუქება რეალისტური იყოს.
პირველი თებრვლიდან რა რეჟიმიც ამუშავდება, ჩვენ ამაზე ვიმუშავებთ დარჩენილ ორ-სამ კვირაში.
ვაჭრობის სფერომ დაამტკიცა, რომ მათ კარგად შეუძლიათ დაიცვან წესები, თუმცა კიდევ გავაგრძელებთ მათთან მუშაობას. ვმსჯელობთ მუნიციპალურ ტრანსპორტზეც, მეტი კონკრეტიკა ამ დღეებში გამოიკვეთება."- განაცხადა ნათია თურნავამ.