რუსული გაზის გიგანტი „გაზპრომი“ ევროპას გაზის მიწოდებას სამი დღით შეუჩერებს. „გაზპრომი“ მიზეზად „ჩრდილოეთის ნაკადზე“ ბუნებრივი აირის გადასაქაჩ აგრეგატ Trent 60- ზე ტექნიკური მომსახურების აუცილებლობას ასახელებს.
როგორც „გაზპრომის“ განცხადებაშია აღნიშნული, გაზის მიწოდება ევროპას 31 აგვისტოდან 2 სექტემბრამდე შეწყდება.
შეგახსენებთ, რომ რუსეთს ამ დრომდე არ წაუღია გერმანიიდან კანადაში გარემონტებული სიმენსის ტურბინა, რომლის არქონის გამოც, ევროპას გაზის მიწოდების მოცულობა შეუმცირა.
შეგახსენებთ, რომ კანადამ გერმანიას Siemens-ის განახლებული ტურბინა 17 ივლისს გაუგზავნა.
Nord Stream1-ი ევროპისკენ რუსული გაზის მიწოდების მთავარი მარშრუტია, რომელიც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მოქმედი იყო. 16 ივნისიდან გაზპრომმა ამ გაზსადენით მიწოდება ნომინალური სიმძლავრის 40%-მდე შეამცირა, რადგან სანქციების გამო კანადიდან ტურბინის რემონტის შემდეგ დანადგარის დაბრუნების საკითხი გაურკვეველი იყო. ამის შემდეგ გერმანიამ კანადის ხელისუფლებას გამონაკლისის სახით ტურბინის დაბრუნების თხოვნით მიმართა.