ანტონიო გუტერეში მოლდოვაში დაუგეგმავი ვიზიტით ჩავიდა

გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში 19 აგვისტოს საღამოს მოლდოვაში დაუგეგმავი ვიზიტით ჩავიდა.

მოლდოვის პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, გუტერეში ოდესიდან მანქანით ჩამოვიდა.

„კიშინიოვში გაჩერება თავდაპირველად არ იყო დაგეგმილი. მოლდოვაში ჩსვლა გუტერეშმა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ოდესაში უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის მარშრუტით ხორბლის გადაზიდვის პროცესი შეამოწმა“, - აცხადებენ მოლდოვას პრეზიდენტის პრესსამსახურში.

20 აგვისტოს კიშინიოვში, გუტერეში მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუს შეხვდება, რის შემდეგაც ის სტამბოლში გაემგზავრება, სადაც ერთობლივი საკოორდინაციო ცენტრის მონახულებით ევროპის ტურს დაასრულებს.