აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში მასშტაბური ხანძრები წვიმამ ჩააქრო
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამინისტროში აცხადებენ, რომ ხანძრის ახალი კერა ოჩამჩირის რაიონში გაჩნდა, თუმცა ცეცხლი უკვე ჩამქრალია და ვითარება მართვადი და კონტროლირებადია. ოკუპირებულ აფხაზეთში ამბობენ, რომ ხანძრის გავრცელების არეალი ჯერ ბოლომდე ცნობილი არ არის. ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ხანძრის კერები გასული წლის დეკემბრის შემდეგ გავრცელდა და განსაკუთრებით გალისა და გაგრის რაიონები დააზარალა.
აფხაზეთში რამდენიმე მუციპალიეტის ტყეების ხანძარი დეკემბრის შუა რიცხვებში დაიწყო. კვირების განმავლობაში რესპუბლიკის ე.წ საგანგებო სიტუაციების სამინისტრო ხანძარს ებრძოდა თითქმის ყველა რეგიონში. მათი თქმით ხანძრის ჩასაქრობად ხანძარსაწინააღდეგო ტექნიკა არ ჰყოფნიდათ ამიტომ წვიმის მოსვლას ელოდნენ.
ქართულმა მხარემ აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმს ხანძრის ჩაქრობაში დახმარება რამდენჯერმე ოფიციალურად შესთავაზა, თუმცა დე-ფაქტო ხელისუფლებამ უარი განცხადა. ცეცხლთან რამდენიმე კვირიან ბრძოლაში, ხანძრის ზოგიერთ კერაზე დაიწვა საცხოვრებელი სახლებიც.