გოჩა ლორთქიფანიძე: ქალთა პენიტენციური დაწესებულების გარდა, ვირუსის შემთხვევები არსად დაფიქსირებულა

"მინდა აღვნიშნო, რომ ქალთა პენიტენციური დაწესებულების გარდა, ვირუსის შემთხვევები არსად დაფიქსირებულა" , - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

გოჩა ლორთქიფანიძის თქმით, ვრცელდებოდა სხვადასხვა სახის ინფორმაცით, რომ პენიტენციურ სისტემაში კოროანვირუსის გავრცელების შესახებ არასწორი ინფორმაცია ვრცელდება, მათ შრის გეგუთთან დაკავშირებით.

„გეგუთში 763 ტესტიდან ყველა არის უარყოფითი. ეს მაგალითი კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ არ შეიძლება გადაუმოწმებელი და დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელება, მით უმეტეს ისეთ მგრძნობიარე თემებზე, როგორიცაა პენიტენციური სისტემა და რამაც შესაძლებელია განსაკუთრებით პატიმრების და მათი ოჯახების შეშფოთება გამოიწვიოს“,- განაცხადა ლორთქიფანიძემ.

მისივე თქმით, ინტენსიური ტესტირება პენიტენციურ სისტემაში ამ წუთებშიც გრძლედება. დღეისთვის ქვეყნის მასშტაბით პენიტენციურ სისტემაში კორონავირუსის 30-მდე შემთხვევა გამოვლინდა.