ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და მეგობრებს. ყველა დაშავებულს ვუსურვებთ სწრაფ გამოჯანმრთელებას, - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თურქეთში, ქალაქ გაზიანთიფში ავტოსაგზაო შემთხვევის გამო თურქეთის ხელისუფლებას და დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს.
„ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და მეგობრებს. ყველა დაშავებულს ვუსურვებთ სწრაფ გამოჯანმრთელებას. საქართველო თურქეთის გვერდით დგას ამ მწუხარების დროს“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.