უკრაინამ რუსი სამხედროების კონტროლირებად ჩერნობაევკას აეროდრომზე იერიში მიტანა – მედია

20 აგვისტოს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, ხერსონის ოლქის ჩერნობაევკას აეროდრომზე იერიში მიიტანეს. ამის შესახებ უკრაინელი ჟურნალისტი ანდრეი ცაპლიენკო ტელეგრამის საკუთარ არხზე იუწყება.

როგორც ცნობილია, რუსული ჯარები ჩერნობაევკაში მდებარე სამხედრო აეროდრომს, როგორც სამეთაურო პუნქტსა და თვითმფრინავებისა და ვერტმფრენების განთავსებითვის იყენებენ. აეროდრომი არაერთხელ გახდა უკრაინის შეიარაღებული ძალების სამიზნე.

ივლისის ბოლოს, ხერსონის საოლქო საბჭოს დეპუტატმა სერგეი ხლანმა განაცხადა, რომ უკრაინის არმიამ ერთ დღეში ჩერნობაევკაზე იერიში ორჯერ მიიტანა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი მიიჩნევს, რომ უკრაინამ, „შესაძლოა ორ თვეში გაათავისუფლოს რუსების მიერ ოკუპირებული ხერსონი.“