ოპოზიცია ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლას მორიგ ტრიუკს უწოდებს

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავას განცხადებით, ერთპარტიულ პარლამენტს ისედაც ლეგიტამაციის პრობლემები აქვს და ბიძინა იავნიშვილის თუნდაც მოჩვენებითი ან რეალური თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, მისი ლეგიტიმაციის პრობლემა 10-ჯერ და 100-ჯერ კიდევ უფრო მწვავედ დგება.

„შესაბამისად, ჩვენ კიდევ უფრო მეტად ახლოს ვართ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებთან. ივანიშვილმა გაგწირათ და მოგატყუათ, დატოვა ერთპარტიული პარლამენტი. ვინც, ივანიშვილს მიეცით ხმა, მან გიღალატათ, ზურგი გაქციათ, დაგტოვათ პანდემიის წინაშე და ამ ხროვის წინაშე, რომელსაც არასდროს არაფერი გაუკეთებია. მე შორს ვარ იმ კონსპირაციისგან, რომ დავიწყო ახლა, ბიძინა ივანიშვილი თავს გვაჩვენებს, თუ მართლა მიდის. თავისთავად ცხადია, რომ სანამ მთავარი პროკურორი შოთაძე ან მურუსიძე მისაღებში იქნება სქელი საქაღალდეებით, ვინ დაიჭირონ და გამოუშვან ციხიდან, ძალაუფლება ისევ ივანიშვილის ხელში იქნება“, - განაცხადა უგულავამ.

„ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლის რომან გოცირიძის განცხადებით, „ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან ნამდვილი წასვლა მხოლოდ ხელისუფლების ცვლილებების შემდეგ მოხდება.

მისი თქმით, „ქართული ოცნება” არსებობს ბიძინა ივანიშვილთან ერთად, ან არ არსებობს.

“კვლავ ვიხილავთ შუშის სასახლეში საიდუმლო სტუმრობებს, დაბურული მანქანებით ვიზიტებს და ა. შ. ეს ნაცნობი სურათია. ახლაცმორიგი ტრიუკი გაითამაშა. „გვახსოვს როგორ „წავიდა” ერთხელ, მაგრამ არსად წასულა. გადადის ნაჩვევ კულუარულ მართვაზე”, - აცხადებს რომან გოცირიძე.

"რეალურად ეს განცხადება პოლიტიკური, ეკონომიკური, კორონა-კრიზისის ფონზე, დასავლეთიდან გაზრდილი ზეწოლის ფონზე, რომელიც მომდინარეობს „ქართულ ოცნებაზე“, თავმჯდომარის წასვლა, გაქცევას უფრო ჰგავს", - ასე აფასებს სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი" სერგო ჩიხლაძე ივანიშვილის გადაწყვეტლებას.

პარტია "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ თუ ბიძინა ივანიშვილი მართლაც წავა პოლიტიკიდან, გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლების თვალსაზრისით ის ოდნავ უფრო პლურალისტურ ქვეყანას დატოვებს, თუმცა ბევრად უფრო ღარიბსა და უპერსპექტივოს, ვიდრე 2012 წელს ჩაიბარა.

"გირჩის" ლიდერი იაგო ხვიჩია არ გამორიცხავს, რომ ბიძინა ივანიშვილმა მართლა გადაწყვიტა წასვლა.

"თუმცა ბიძინა ივანიშვილი ადრეც წასულა, თუმცა რეალურად ის პოლიტიკას არ ჩამოშორებულა. ის მთავარ გადაწყვეტილებებს ყოველთვის თავად იღებდა. ასეთ შემთხვევაში "ქართულ ოცნებას" რა უხარია არ ვიცი და რატომ არიან იმ გონორზე, რა გონორზეც იყვნენ დღეს. "ქართული ოცნების" სიმხნევიდან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ სინამდვილეში ეს წასვლაც არ არის ნამდვილი თავისი შინაარსით.

ჩამოიშლება პარტია, ჩემი აზრით. ბიძინა ივანიშვილი არსად არ მიდის, მე ამას ესე ვუყურებ, სხვა შემთხვევაში, ძალიან გაუგებარია ის უფლებამოსილებები რომლებიც ჰქონდა ბიძინა ივანიშვილს, ვისზე ნაწილდება?“ - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განცხადებას ავრცელებს