მოსკოვის გარეუბანში მემარჯვენე რადიკალი ფილოსოფოსისა და კრემლის იდეოლოგის, ალექსანდრე დუგინის ქალიშვილის მანქანა ააფეთქეს, რის შემდეგადაც დარია დუგინა ადგილზე გარდაიცვალა.
მედიის ცნობით, ცნობით, შემთხვევა მოსკოვის ოლქში მოხდა.
გავრცელებული ცნობით, მამა-შვილი შაბათს საღამოს ღონისძიებიდან შინ ერთი ავტომობილით უნდა დაბრუნებულიყვნენ, მაგრამ ალექსანდრ დუგინი ბოლო მომენტში სხვა ავტომობილში ჩაჯდა.
„ალექსანდრ დუგინი ულტრა ნაციონალისტი იდეოლოგია, რომელიც რუსეთის პრეზიდენტთან დაახლოებულ პირად ითვლება. დუგინს „პუტინის ტვინსაც“ უწოდებენ. თავად დარია დუგინა კი, საერთაშორისო ევრაზიული მოძრაობის პოლიტიკური დამკვირვებელი იყო, რომელსაც მამამისი ხელმძღვანელობს“, - წერს BBC.
ბრიტანული მედია ასევე აღნიშნავს, რომ წლის დასაწყისში დუგინის ქალიშვილს აშშ-მ და დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესეს, მიზეზად კი, უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან დაკავშირებით, დეზინფორმაციის გავრცელებაში მისი წვლილი დასახელდა.