მედიის ცნობით, ეკიპაჟი, რომლის წევრებსაც სუდანიდან ეთიოპიაში ფრენისას სავარაუდოდ, ჩაეძინათ, გამოძიების დასრულებამდე ფრენებიდან მოხსნილია.
ინციდენტი ეთიოპიის ავიახაზების Boeing 737-800-ის ბორტზე მოხდა.
„გამოძიების შედეგების მიხედვით გატარდება შესაბამისი ქმედებები. უსაფრთხოება ყოველთვის იყო და იქნება ჩვენი უპირველესი პრიორიტეტი", - ნათქვამია ავიახაზების განცხადებაში.
CNN-ის ინფორმაციით, ხარტუმიდან ადის-აბებამდე მიმავალმა რეისმა დროებით დაკარგა კონტაქტი საჰაერო მოძრაობის მაკონტროლებელთან. თვითმფრინავმა ასაფრენი ბილიკი გადალახა და მარშრუტი განაგრძო, ამის შემდეგ, განგაშის ზარი ამოქმედდა, თვითმფრინავმა დაშვება დაიწყო და დაახლოებით, 25 წუთის შემდეგ დაეშვა.