უკრაინელმა საზენიტო მსროლელებმა რუსული ძალების მიერ შავი ზღვიდან გაშვებული კალიბრის ტიპის ორი საკრუიზო რაკეტა გაანადგურეს. Ukrinform-ის ცნობით, ამის შესახებ სამხრეთის საჰაერო სარდლობამ განაცხადა.
„21 აგვისტოს, დაახლოებით 03:00 საათზე, საჰაერო სარდლობის სამხრეთის საზენიტო-სარაკეტო ქვედანაყოფმა ზღვის თავზე „კალიბრის“ ტიპის საკრუიზო რაკეტა გაანადგურა, რომლებიც ოკუპანტებმა შავი ზღვიდან გაუშვეს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.