„საგამოძიებო კომისია შეიქმნება თებერვლის პირველ კვირაში“- აცხადებს კობახიძე, ქართული ოცნების ბრიფინგზე. კომისიაში მონაწილებისთვის, მმართველი პარტია აპირებს მოიწვიოს, ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლები.
კობახიძემ ისაუბრა, საარჩევნო რეფორმაზე, მისი თქმით, ძირითადი ასპექტები ოპოზიციურ პარტიებთან მოლაპარაკებების პროცესში შეჯერდა.
„პირველ რიგში ეს ეხება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ელექტრონული ტექნოლოგიების დაგეგმას. რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია, ხმის მისაცემი აპარატებისა და თითის ანაბეჭდით, ამომრჩეველთა რეგისტრაციისთვის განკუთვნილი ტექნიკის შეძენა,რაც გამორიცხავს ყოველგვარ მანიპულაციას, არჩევნების შედეგების გადათვლისას და საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ აღმოფხვრის დაუბალანსებელი ოქმების 30წლიან პრობლემას.“- აცხადებს კობახიძე.
„ჩვენ ვერ დაველოდებით როდის დაასრულებს ოპოზიცია ჭირვეულობას და საპარლამენტო უმრავლესობის სახელით ვთხოვ ცესკოს,დაუყოვნებლივ დაიწყოს მუშაობა, ოქტომრის მუნიციპალური არჩევნებისთვის შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობის უზრუნველყოფაზე. რომლის დასანერგად საქართველოს პარლამენტი სათანადო საკანონმდებლო ბაზას შეიმუშავებს.“- ამბობს კობახიძე ბრიფინგზე.
ირაკლი კობახიძე კიდევ ერთხელ მოუწოდებს საპარლამენტო ოპოზიციას ჩაერთოს საპარლამენტო მუშაობაში, არჩევნების შედეგების გადამოწმებასა და საარჩევნო რეფორმის განხორციელებაში.