უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა ალექსანდრ დუგინის შვილის გარდაცვალებაში კიევის მონაწილეობა უარყო. პოდოლიაკის განცხადებით, ეს მკვლელობა რუსეთის შიგნით ძალაუფლებისთვის და სხვადასხვა ჯგუფს შორის გავლენისთვის ბრძოლას ადასტურებს.
„ხაზს ვუსვამ, რომ უკრაინა, რა თქმა უნდა, არაფერ შუაშია მომხდართან, რადგან ჩვენ არ ვართ კრიმინალური სახელმწიფო, როგორიც არის რუსეთის ფედერაცია და მით უმეტეს, ტერორისტული სახელმწიფო“, – განაცხადა მიხაილ პოდოლიაკმა ერთ-ერთ ტელეარხთან ინტერვიუში.