ცნობილია, „კალიბრის" ტიპის ფრთოსანი რაკეტებით აღჭურვილი რამდენი რუსული ხომალდი იმყოფება შავ ზღვაში

შავ ზღვაში საბრძოლო მორიგეობის მიზნით, 36 საკრუიზო რაკეტით აღჭურვილი ხუთი რუსული ხომალდი იმყოფება. ამის შესახებ უკრაინის საზღვაო ძალების პრესსამსახურმა განაცხადა, იტყობინება. მისივე ცნობით,

ხმელთაშუა ზღვაშიც ამდენივე ხომალდი იმყოფება.

 „2022 წლის 21 აგვისტოს მდგომარეობით, შავ ზღვაში საბრძოლო მოვალეობას ასრულებდა მტრის ხუთი ხომალდი, 36 საკრუიზო რაკეტით“ , - ნათქვამია მოხსენებაში.

მისივე თანახმად, აზოვის ზღვაში, მტერი განაგრძობს საზღვაო კომუნიკაციების კონტროლს, საბრძოლო მზადყოფნაში რჩება ოთხამდე ხომალდი და კატარღა.