სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს ილჰამ ალიევთან სატელეფონო საუბარი გამართა. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს
სატელეფონო საუბრისას ვუჩიჩმა სახელმწიფოს მეთაურს აზერბაიჯანსა და სერბეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილე მიულოცა. სერბეთის პრეზიდენტმა მიესალმა სხვადასხვა სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის წარმატებულ განვითარებას და ამ პერიოდში ორ ქვეყანას შორის მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების დამყარებას.
პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა სერბეთის პრეზიდენტს ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავი მიულოცა და სხვადასხვა სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის განვითარება დადებითად შეაფასა.
სახელმწიფოს მეთაურმა ხაზი გაუსვა აზერბაიჯანისა და სერბეთის წარმატებულ თანამშრომლობას ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში.
საუბრისას მხარეებმა აზერბაიჯანსა და სერბეთს შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაფართოებაზე, ასევე, სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის, საინვესტიციო და სხვა სფეროებში თანამშრომლობის საკითხებზე ხედვები გაცვალეს.
მათ ასევე აღნიშნეს, რომ აზერბაიჯანსა და სერბეთს შორის ურთიერთობებმა სტრატეგიული პარტნიორობის დონეს მიაღწია და ორი ქვეყანა მხარს უჭერს ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას.