რუსეთმა შავ ზღვაზე სამგზავრო მიმოსვლა ნაწილობრივ შეაჩერა

რუსეთმა შავ ზღვაში სამგზავრო გადაზიდვები ნაწილობრივ შეაჩერა. ამის შესახებ უკრაინული მედია, რუსულ დამოუკიდებელ მედიასაშუალებებზე დაყრდნობით წერს. 

მედიის ცნობით, ტექნიკური სამუსაოების გამო, 21 დან 23 აგვისტომდე რეისები ნოვოროსიისკს, გელენჯიკს, სოჭს და ასევე ოკუპირებულ სოხუმს, იალტასა და სევასტოპოლს შორის დროებით შეწყდება. 

ბილეთების გაყიდვა შეწყდა „ხომალდების ტექნიკური მახასიათებლების სრულ შემოწმებამდე“.