პაატა იმნაძე: სასულიერო პირების, ტაქსისტების და მოვაჭრეების 10 ათასამდე ტესტის შედეგი დამაიმედებლი აღმოჩნდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის ცნობით, ტაქსის მძღოლების და აგრარული ბაზრების მოვაჭრეების მასშტაბური დატესტვის შედეგები, დამაიმედებელი აღმოჩნდა.

იმნაძის განცხადებით, დაახლოებით 4000-ზე მეტი ტაქსის მძღოლია გატესტილი და დადებითი მხოლოდ 0.7 % აღმოჩნდა.

„ასევე დაიტესტა აგრარული ბაზრის 4000-მდე მოვაჭრე. გატესტილების მხოლოდ 0.9 % არის დადებითი. საკმაოდ დამაიმედებელი მონაცემებია, რაც აჩვენებს, რომ „სტაბილიზაციისკენ მივდივართ. ასევე დაისტესტა ყველა კონფესიის რელიგიის მსახური, არამარტო მართლმადიდებლები, არამედ ყველა ერთად 1800-მდე სასულიერო პირი არის გატესტილი, იქაც 1%-მდე არის დადებითობის მაჩვენებელი. ყველაფერი გვაჩვენებს, რომ სტაბილიზაციისკენ მივდივართ. მთავარია შევინარჩუნოთ ეს სტაბილიზაცია“, - აცხადებს პაატა იმნაძე.