რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დარია დუგინას ოჯახს „გულწრფელი სამძიმარი“ გამოუცხადა.
კრემლის მიერ გავრცელებულ შეტყობინებაში, პუტინი მის სიკვდილს „სამარცხვინო, სასტიკ დანაშაულს" უწოდებს და აღწერს მას, როგორც „ნათელ, ნიჭიერ ადამიანს ნამდვილი რუსული გულით - „ის იყო კეთილი, მოსიყვარულე, თანამგრძნობი და გულწრფელი“.
რუსეთი უკრაინის სპეცსამსახურებს დუგინას მკვლელობაში ადანაშაულებს, რომელიც ულტრანაციონალისტური იდეოლოგის ალექსანდრ დუგინის ქალიშვილია. უკრაინა უარყოფს მის სიკვდილში მონაწილეობას.