მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განცხადებას ეხმაურება

"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "ქართული ოცნების თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განცხადებას ეხმაურება.

სააკაშვილის განცხადებით სიღარიბე, რომელზეც ივანიშვილი საუბრობდა, არის პირდაპირი შედეგი იმისა, რომ მან საქართველოს მოსახლეობას 5 მილიარდი დოლარი ამოაცალა ჯიბეებიდან.

"გავეცანი ივანიშვილის ე.წ წასვლის შესახებ განცხადებას.რამდენჯერ უნდა ჩათვალოს ამ მართლაც ბრიყვმა, საქართველოს მოსახლეობა სულელად და ბრიყვად?!რამდენჯერ უნდა ჩათვალოს, რომ საქართველოს არა ჰყავს საზოგადოება და არ გააჩნია შეფასების და ანალიზის უნარი?!რამდენჯერ უნდა დაგვცინოს?!ივანიშვილი იძახის, რომ თურმე სიღარიბე არის ობიექტური რეალობა, რომელსაც უნდა შევეგუოთ..

სიღარიბე არის პირდაპირი შედეგი იმისა, რომ მან საქართველოს მოსახლეობას 5 მილიარდი დოლარი ამოაცალა ჯიბეებიდან - ბოლო 8 წლის განმავლობაში!- პირდაპირი შედეგი იმისა, რომ საქართველოს მოსახლეობა იხრჩობა ვალებში და მთავარი მევახშე და ბანკირი საქართველოსი არის ივანიშვილი და ის აკეთებს ამ გაჭირვებაზე ფულს!- ლარის კურსი დაეცა ორჯერ!არ გაუვა მას ეს გეგმა, რომ საქართველოს მოსახლეობის უმეტესი ნაწილი გაყაროს საზღვარგარეთ!ივანიშვილს მართლაც მოუხდება წასვლა, ოღონდ ხელისუფლებას თავის შნირებს კი არ გადასცემს, არამედ გადასცემს ქართულ ოპოზიციურ კოალიციას და ივანიშვილსმართლაც მოუხდება ქონების დაბრუნება, ოღონდ ქონების დაბრუნება ქართველი ხალხისთვის, რომლის ძარცვის მეშვეობითაც მოიპოვა ეს ქონება!ჩვენ მისი მოტყუების კბილი დიდი ხანია მოვიცვალეთ, ჩვენ არამხოლოდ არავინ არ მივდივართ ამ ბრძოლიდან, ბოლომდე აქტიურად ჩავერთვებით ამ ბრძოლაში, სანამ საქართველო არ განთავისუფლდება ამ ურჩხულისგან!

ბიძინა ივანიშვილი: ვერ მივიღებ ბრალდებას, რომ სიღარიბე „ქართული ოცნების“ მმართველობის შედეგია

ბიძინა ივანიშვილი: ნაციონალების დროს, ლარის კურსის დაჭერა ხდებოდა წაგებული ომის სანაცვლოდ მიღებული დასავლეთის ფინანსური ინექციით