ფინეთის პრემიერ-მინისტრის ტესტი ნარკოტიკებზე უარყოფითია. ამის შესახენ ინფორმაცია ფინეთის მთავრობის პრესსამსახურმა გაავრცელა.
„ნარკოტესტმა, რომელიც პრემიერ-მინისტრმა სანა მარინმა 2022 წლის 19 აგვისტოს ჩააბარა, ნარკოტიკის არსებობა რა დაადასტურა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ამასთან, ფინეთის პრემიერმა ტესტირების საფასური თავად გადაიხადა.
ფინეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მან ნარკოტესტი გაიარა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ვიდეო, სადაც პოლიტიკური ლიდერი ფინელ პოპ-ვარსკვლავთან ცეკვავს.
36 წლის სანა მარინი გავრცელებული ვიდეოში ასახული კადრების გამო, კრიტიკის ქარ-ცეცხლში მოექცა.