პრემიერ-მინისტრი ილია მორეს შეხვდა

დღეს შევხვდი კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა Facenook-ზე დაწერა. 
 
„დიდი პატივია და ყოველთვის სასიხარულოა მისი უწმინდესობის ნახვა. უაღრესად საინტერესოა მასთან საუბარი სხვადასხვა საკითხზე, ქვეყანაში არსებულ ვითარებასა თუ რეგიონში და მთლიანად მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე. ჯანმრთელობას, მხნეობას და დღეგრძელობას ვუსურვებ ჩვენს პატრიარქს!“- წერს ირაკლი ღარიბაშვილი.