ჩინური „Miniso” იაპონურად პოზიციონირებისთვის ბოდიშს იხდის

ჩინური ბრენდი „Miniso“ იაპონურ ბრენდად პოზიციონირებისთვის ბოდიშს იხდის.

ამის შესახებ კომპანიამ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა. 

Miniso ბოლო დროს მკაცრად გააკრიტიკეს ბრენდის საეჭვო წარმომავლობის გამო. ეს იაპონიაში ბრენდის პოპულარობის ნაკლებობით აიხსნება. ბრენდს მხოლოდ 4 მაღაზია აქვს იაპონიაში და დაახლოებით 1100 მაღაზია ჩინეთში.

კომპანიის განცხადებაში ნათქვამია, რომ მათ „დე-იაპონიზაცია“ 2019 წლიდან დაიწყეს და საკუთარი წარმოებიდან ამოიღებენ ყველა ელემენტს, რის გამოც მომხმარებლებმა შესაძლოა იაპონურად მიიჩნიონ.

კომპანიის წინააღმდეგ ინტელექტუალური საკუთრების ხელყოფასთან დაკავშირებული დავა რამდენიმე ქვეყანაში მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ Miniso-ს საქართველოშიც აქვს მაღაზიათა ქსელი.