კორონავირუსით დღეს მე-4 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 32-მდე გაიზარდა.

ამის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურ საიტზე STOP.COV.Ge-ზე აისახა.

20-28 სექტემბერს საქართველოში გარდაიცვალა კორონავირუსით ინფიცირებული 13 პაციენტი.

COVID-19-ით გარდაცვალების პირველი შემთხვევა 4 აპრილს დადასტურდა. აპრილსა და მაისში 6-6 ლეტალური შედეგი იყო. მას შემდეგ, ერთ თვეში გარდაცვლილთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სექტემბერში ფიქსირდება, ინფიცირების შემთხვევების მკვეთრად მატებასთან ერთად.