ზელენსკიმ შევჩენკოს საპრეზიდენტო პრემია „უკრაინის ეროვნული ლეგენდა“ გადასცა

უკრაინის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი და მთავარი მწვრთნელი ანდრეი შევჩენკო, უკრაინის „ეროვნული ლეგენდის“ ჯილდოს მფლობელი გახდა.

დამოუკიდებელი უკრაინის ჩამოყალიბებაში და მისი სახელმწიფოებრიობის განმტკიცებაში გამოჩენილი პიროვნული დამსახურებისთვის, სამშობლოს დაცვისა და უკრაინელი ხალხის სამსახურისათვის, 2022 წელს ვოლოდიმირ ზელენსკიმ საპრეზიდენტო პრემია „უკრაინის ეროვნული ლეგენდა“ უკრაინის 9 მოქალაქეს მიანიჭა, აქედან სამმა ეს ჯილდო სიკვდილის შემდეგ მიიღო.