პარლამენტის თავმჯდომარე ოპოზიციურ პარტიებს მიმართავს პარლმანეტში შესვლის საკითხს კიდევ ერთხელ გადახედონ.
თალაკვაძის თქმით, პირველი ოპოზიციური პარტია პარლამენტში უკვე წარმოდგენილია და ახლა სხვა პარტიებსაც ელიან.
„საარჩევნო რეფორმის საკითხზე კონსესუსი “თითქმის არსებობს“, ჯანსაღი ოპოზიციური პარტიებისთვის კარგი არგუმენტია, თუ რატომ უნდა შევიდნენ პარლამენტში. როგორც ხედავთ, პარლამენტში პირველი ოპოზიციური პარტია წარმოდგენილია. მსურს კიდევ ერთხელ მივმართო იმ ოპოზიციონერებს, ვინც არჩევნებში ხალხის მხარდაჭერა მიიღო: - დღეს კიდევ ერთხელ არის დროს, როცა მათ უნდა გადახედონ საკუთარ გადაწყვეტილებას, რაც რადიკალური ოპოზიციის ზეწოლის პირობებში, პოლიტიკური ჩანტაჟის ქვეშ მიიღეს. შემოუერთდნენ საპარლამენტო პროცესს! დემოკრატია არის მონაწილეობა და მონაწილეობის ბოიკოტირება არის პოლიტიკური შეცდომა“, - განაცხადა ბრიფინგზე არჩილ თალაკვაძემ.