ერდოღანი: ჩვენი მიზანია, პუტინსა და ზელენსკის მოლაპარაკებები თურქეთში შედგეს

თურქეთის პრეზიდენტმა რეჟეფ თაიფ ერდოღანმა განაცახადა, რომ თურქეთი არ იშურებს ძალისხმევას, იმისთვის, რომ რუსეთ-უკრაინის ომი დასრულდეს და უკრაინაში მშვიდობამ დაისადგუროს. 

„ჩვენი მიზანია, პრეზიდენტ პუტინსა და ზელენსკის შორის მოვაწყოთ მოლაპარაკებები თურქეთში, რათა მივაღწიოთ გრძელვადიან მშვიდობას", - განაცხადა პრეზიდენტმა ერდოღანმა.

ამ საკითხზე ერდოღანმა, თურქეთის მთავრობის სხომის დასრულების შემდეგ ისაუბრა. 

უკანასკნელად რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებმა პირისპირ მოლაპარაკებები მარტის ბოლოს სტამბულში გამართეს. შეხვედრის შემდეგ ორივე მხარემ განაცხადა, რომ მოლაპარაკებებში გარკვეულ პროგრესს მიაღწიეს. მაისში დელეგაციებმა შეაჩერეს მოლაპარაკებები და ერთმანეთი პროცესის ჩაშლაში დაადანაშაულეს.