Wall Street Journal-ის ცნობით, აშშ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გასაძლიერებლად ემზადება.
სტატიაში წერია, რომ შეერთებულმა შტატებმა რუსეთის ეკონომიკის წინააღმდეგ ძლიერი სანქციები დააწესა, თუმცა ახლა, აშშ-ის ოფიციალური პირები ცდილობენ, უზრუნველყონ მისი უფრო ეფექტიანობა, დახურონ ხვრელები, მოახდინონ ლობირება სხვა ქვეყნების მხარდაჭერის მოსაპოვებლად და გაატარონ ზომები მათ წინააღმდეგ, ვინც ხელს უწყობენ რუსეთის მიერ სანქციების თავიდან აცილებას.
ადმინისტრაციის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ამ მეორე ეტაპის მიზანია, რუსეთს გადაუკეტონ ის გზები, რომლებიც მისთვის შემოსავალს უზრუნველყოფენ, რაც თავის მხრივ, პუტინს ომის გასამართლებლად სჭირდება.