უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელ ხალხს უკრაინის ეროვნული დროშის დღე მიულოცა და განაცხადა, რომ უკრაინის დროშა დაუბრუნდება თითოეულ ქალაქსა და სოფელს, რომლებიც ახლა დროებით რუსეთის მიერ არის ოკუპირებული.
ზელენსკი უკრაინის ეროვნული დროშის აღმართვის ცერემონიას დაესწრო.
მისი თქმით, უკრაინის დროშა ყირიმის ქალაქებშიც აფრიალდება. გარდა ამისა, უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინის დროშა დონეცკის რეგიონსა და ლუგანსკის რეგიონში აუცილებლად იფრიალებს.
„როგორც არ უნდა სცადოს ვინმემ ისტორიის გადაწერა, ეს ფერები ისტორიულად ყირიმთან ასოცირდება“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მისივე განცხადებით, „უკრაინის ლურჯი და ყვითელი დროშა ისევ იფრიალებს იქ, სადაც მისი სახლია - უკრაინის ყველა დროებით ოკუპირებულ დასახლებაში, იმ დასახლებებში, რომლებიც დროებით არის ოკუპირებული“.
„უკრაინის დროშა სამუდამოდ აღიმართება მელიტოპოლში. ლურჯი და ყვითელი დროშა ხერსონში, თავისუფლების მოედანზე. ატომურ ელექტროსადგურზე ენერგოდარში და კახოვსკის ჰიდროელექტროსადგურზე, აძიოგოლის შუქურასა და სავურ-მოჰილაზე“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.